logo
ENG



"ცივი იარაღის გამოყენება მუქარა არ არის" - ნაზღაიძე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

08 იან 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/08/m185gewbwi7syhh.jpg

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება არის დაწყებული, მიუღებელია და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ნაზღაიძეზე თავდასხმიდან 2 დღეა გასული, თუმცა ამ დრომდე არავინაა დაკავებული. დანაშაულში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ფიგურირებენ. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

"აუცილებლად შევუცვლი მერე კვალიფიკაციას, იმიტომ, რომ ეს მუქარა არ არის. ცივი იარაღის გამოყენება როგორ არის მუქარა? როდესაც ცივ იარაღს მიქნევ, ეს არ არის მუქარა. როდესაც რაღაც საგნებს იღებ და მესვრი, ეს არ არის მუქარა.

მე რომ გავჩუმდე და საერთოდ ყველანი რომ ვჩუმდებით, მომავალში ვიღაცას რომ მოკლავენ, ეს ჩვენი დანაშაული იქნება. პირადად ჩემი დანაშაული იქნება, მე თუ დღეს გავჩუმდები", - ამბობს ნაზღაიძე.

6 იანვარს, გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 5 იანვარს, საღამოს, ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე მას და მის მეგობრებს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს, რომელთაგან ერთ-ერთმა დანის ორჯერ დარტყმა სცადა.

სოციალურ ქსელში მან ასევე დაწერა, რომ დახმარების მიზნით მხოლოდ ერთმა გოგონამ გააჩერა მანქანა, რომელსაც თავდამსხმელებმა საბურავები დაუზიანეს.


close დახურვა